ოფიციალურად: გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ ჯენარო გატუზოს წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.
მხარეებმა მიმდინარე კონტრაქტი, რომელიც წლის ბოლომდე იყო გათვლილი, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტეს.
იტალიის ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა მას შემდეგ გაირკვევა, რაც ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
