TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ოფიციალურად: დამიენ კომოლი იუვენტუსის დირექტორია

იუვენტუსმა გუნდში ფრანგი სპეციალისტის დამიენ კომოლის მისვლა ოფიციალურად დაადასტურა.

52 წლის სპეციალისტი ფეხბურთში 1992 წლიდან მოღვაწეობს, ის წლების განმავლობაში სხვადასხვა გუნდის, მათ შორის ტოტენჰემისა და ლივერპულის სპორტული დირექტორი გახლდათ.

ბოლოს კომოლი ტულუზას პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, რომელიც მან რამდენიმე დღის წინ დატოვა და ახლა იუვენტუსს ოფიციალურად შეუერთდა.

კომოლიმ ტურინულ გრანდთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

error: დაცული კონტენტი !