ოფიციალურად: ბოლო სიახლე ვლაჰოვიჩის ტრავმის თაობაზე
იუვენტუსის ფორვარდმა დუშან ვლაჰოვიჩმა რამდენიმე წუთის წინ J Medical-ში სამედიცინო შემოწმება ჩაიტარა და ამ თემაზე ტურინულმა გრანდმა ოფიციალური განცხადება გააკეთა.
საბედნიეროდ, დუშანს არანაირი ტრავმა არ დაუდასტურდა, ამიტომ მას უქმად ყოფნა ხანგრძლივად არ მოუწევს.
დუშანის სიტუაცია ყოველდღიურად შეფასდება და არის დიდი ალბათობა, რომ ის მილანის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს.
Medical update | Dusan Vlahovic ⤵️
— JuventusFC 🇬🇧🇺🇸 (@juventusfcen) November 19, 2024