TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნუნიესი იუვენტუსის ერთ-ერთი სამიზნეა

იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსი ლივერპულის ფორვარდის დარვინ ნუნიესის ტრანსფერით ინტერესდება.

ურუგვაელი ფორვარდი სქაუზერების გეგმებში აღარ შედის და იუვენტუსს მისი 1-წლიანი იჯარით გაფორმების იმედი აქვს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით.

La Stampa-ს ცნობით, იუვენტუსს კიდევ ერთი ფორვარდის გასაფორმებლად პირველ რიგში დუშან ვლაჰოვიჩის გაშვება მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამიენ კომოლი მეორე ფორვარდის გაფორმებას ვეღარ შეძლებს.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

57 views
error: დაცული კონტენტი !