ნიუკასლმა იუვენტუსს ტონალის ფასი შეუთვალა
იუვენტუსი სანდრო ტონალის მიმართ ინტერესს არ კარგავს, თუმცა იტალიელის გაფორმება ამ მომენტისთვის რთულად წარმოსადგენია.
რომეო აგრესტის ინფორმაციით, იუვენტუსმა იტალიელი ნახევარმცველის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვა და ინგლისელები მის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს ითხოვენ.
ბიანკონერის ტონალის ტრანსფერში დუგლას ლუისის ჩართვა უნდა, თუმცა ბიანკონერის მინიმუმ 60-65 მილიონის დამატება მოუწევს, რასაც ფეხბურთელის მსუყე ხელფასიც ემატება, ეს ყველაფერი კი მის იუვენტუსში ტრანსფერს ძალიან ართულებს.