ნიუკასლმა და ლივერპულმა კალულუს თაობაზე ინფორმაცია გამოითხოვეს
იტალიელი ჟურნალისტის დარიო პელეგრინის ინფორმაციით, ნიუკასლი და ლივერპული იუვენტუსის მცველის პიერ კალულუს ტრანსფერით ინტერესდებიან.
წყაროს ცნობით, ინგლისელებმა ფეხბურთელის თაობაზე ინფორმაცია უკვე გამოითხოვეს და იუვენტუსთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავენ.
ტურინული გრანდისთვის კალულუ ამ მომენტისთვის ხელშეუხებელია, მაგრამ თუ გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა, გუნდმა შესაძლოა ერთ-ერთი ლიდერის გაყიდვა გადაწყვიტოს…
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
