ნიუკასლი ტონალის სანაცვლოდ 70 მილიონს ითხოვს
Sky Sport-ის ინფორმაციით, ნიუკასლი სეზონის ბოლოს სანდრო ტონალის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.
წყაროს ცნობით, იტალიელ ფეხბურთელს სერია ა-ში დაბრუნება სურს და ინგლისელები მისთვის ხელის შეშლას არ აპირებენ, მაგრამ მის გაშვებას 70 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებენ.
ტურინულ გრანდს ამ თანხის გადახდა გაუჭირდება, თუმცა სიტუაციის შეცვლას ტრანსფერში რომელიმე ფეხბურთელის, მათ შორის ჯონათან დევიდის ჩართვით ეცდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
