TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნიცა ტოდიბოს სანაცვლოდ ფულს ახლავე ითხოვს…

იუვენტუსსა და ნიცას შორის ჟან-კლერ ტოდიბოს ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება.

Sky Sport-ის ინფორმაციით, ფრანგული გუნდი 24 წლის მცველის იჯარით გაფორმებაზე უარს ამბობს და მოთხოვნილი 30-35 მილიონი ევროს მიღება დაუყოვნებლივ სურს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი იუვენტუსის გარდა სხვა გუნდებთან მოლაპარაკებებზე უარს ამბობს და კარიერის ტურინში გაგრძელება უნდა, რაც კრისტიანო ჯუნტოლის საქმეს გაცილებით უმარტივებს და გუნდი დარწმუნბულია, რომ ადრე თუ გვიან ნიცა გარკვეულ დათმობაზე წავა.