ნიცა იუვეში ტოდიბოს იჯარით გაშვებას დათანხმდა
იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, ნიცა ჟან-კლერ ტოდიბოს იუვენტუსში იჯარით გაშვების წინააღმდეგი არ არის.
წყაროს ცნობით, მხარეები 1-წლიან არენდაზე მუშაობენ, მისი შემდგომში 30-35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულებით.
თავად 24 წლის მცველს კარიერის ტურინულ გრანდში გაგრძელება სურს და მოლაპარაკებების დასრულების მოლოდინშია.