TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნედვედი:“ იუვენტუსში 100 პროცენტით უნდა დაიხარჯო, სხვაგვარად გუნდში ვერ დარჩები“

იუვენტუსის ლეგენდამ და ყოფილმა დირექტორმა პაველ ნედვედმა, ვინც ახლა ჩეხეთის ნაკრების გენერალური მენეჯერია, იუვენტუსში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

„რეალთან მატჩი ? ვფიქრობ, რეალთან შეხვედრაში იუვენტუსმა კომოსთან მარცხის შემდეგ საჭირო რეაგირება დაგვანახა. მართალია გუნდი დამარცხდა, მაგრამ ბერნაბეუზე თამაში მარტივი არ არის და ტუდორის გუნდს სახლში ქულის წაღება თავისუფლად შეეძლო.

„იუვენტუსის მაისურით თამაში ყველასთვის არ არის, ეს მაისური ძალიან მძიმე ტვირთია და თუ შენ იქ 100 პროცენტით არ დაიხარჯები, შენი ადგილი იუვენტუსში არ არის.

„იუვენტუსს დრო სჭირდება, რომ შექმნას ძლიერი ბირთვი და დაბრუნდეს იქ, სადაც გუნდის ადგილია.

„სერია ა ? ბოლო წლებში ჩემპიონატის დონე საგრძნობლად გაიზარდა. ვფიქრობ, ამ მომენტისთვის ყველაზე ძლიერი ინტერია.“

მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე: https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

202 views
error: დაცული კონტენტი !