ნაპოლისა და იუვეს შორის შეთანხმება ვერ ხერხდება
იუვენტუსსა და ნაპოლის შორის მოლაპარაკებები ფაბიო მირეტის ტრანსფერის თაობაზე ჩიხში შევიდა.
პარტენოპეი იტალიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ ბონუსების ჩათვლით 16 მილიონს იხდის, იუვენტუსს კი გარანტირებულად 20 მილიონის მიღება უნდა და ფაბიოს გაყიდვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამას მწვანე შუქს ტუდორი აუნთებს.
SportItalia-ს ცნობით, ნაპოლიმ მირეტის ალტერნატივას უკვე მიაგნო და მილანიდან იუნუს მუსას გაფორმებას ეცდება, თუმცა პრალელურად იუვენტუსთან მოლაპარაკებებს აგრძელებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)

 
                 
                 
                