TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნაპოლიმ კონტეს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზა

ნაპოლი ანტონიო კონტეს შენარჩუნებაზე მუშაობას აგრძელებს და იტალიელ სპეციალისტს ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შესთავაზა.

ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კონტეს ნაპოლიში დარჩენის შანსი სულ უფრო იზრდება და პარტენოპეი მისგან საბოლოო პასუხს მიმდინარე კვირის ბოლომდე ელოდება.

მოსალოდნელია, რომ იუვენტუსის წარმომადგენლებსა და კონტეს შორის კიდევ ერთი საუბარი გაიმართება, თუმცა ამ მომენტისთვის კონტეს ტურინში დაბრუნების შანსი საგრძნობლად შემცირდა.

error: დაცული კონტენტი !