TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნაპოლიმ კიეზას ტრანსფერზე მუშაობა განაახლა

იტალიელი ჟურნალისტის ნიკ სემერაროს ინფორმაციით, ნაპოლიმ ფედერიკო კიეზას ტრანსფერის თაობაზე მუშაობა განაახლა.

წყაროს ცნობით, პარტენოპეის წარმომადგენლები კიეზას აგენტს ფალი რამადანის დაუკავშირდნენ და გუნდის ინტერესი ფეხბურთელის მიმართ კიდევ ერთხელ დაადასტურეს.

წყაროს ინფორმაციით, კიეზას ტრანსფერს ნაპოლიში პირადად ანტონიო კონტე ითხოვს და გუნდისთვის მოთხოვნილი 20-25 მილიონის გადახდა პრობლემა არ იქნება, თუმცა კიეზას ჩემპიონთა ლიგაზე თამაში სურს, რაც მის ნაპოლიში ტრანსფერს ართულებს.

39 views
error: დაცული კონტენტი !