TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნაპოლიმ იუვენტუსს ოსიმენის ფასი შეუთვალა

ნეაპოლიტანური გამოცემა Il Mattino-ს ინფორმაციით, ნაპოლი ვიქტორ ოსიმენის თაობაზე პოზიციას იცვლის და მისი იუვენტუსში გაშვების წინააღმდეგი აღარ არის.

წყაროს ცნობით, თუ უცხოურ გუნდებს ნიგერიელი ფროვარდის 75 მილიონ ევროდ გამოსყიდვა შეუძლიათ, პარტენოპეი ტურინული გრანდისგან 90 მილიონ ევროს ითხოვს.

როგორც აქამდე დაიწერა, იუვენტუსი ოსიმენის გასაფორმებლად 80 მილიონი ევროს დახარჯვის წინააღმდეგი არ არის, რაც მოთხოვნილ თანხასთან საკმაოდ ახლოსაა…

55 views
error: დაცული კონტენტი !