TuttoJuve

Juve per sempre sarà

ნაპოლიმ იუვეს და ატალანტას რასპადორის ფასი შეუთვალა

იტალიური მედიის ინფორმაციით, იანვარში ნაპოლი ჯაკომო რასპადორის გაყიდვის წინააღმდეგი არ იქნება.

პარტენოპეის რიგებში ანტონიო კონტეს მისვლის შემდეგ, რასპადორი მიმდინარე სეზონში სათამაშო დროს ფაქტობრივად არ იღებს და მას იანვარში გუნდის დატოვება სურს.

La Repubblica-ს ცნობით, ფეხბურთელის მიმართ ინტერესს იუვენტუსი და ატალანტა იჩენენ. ნაპოლი იტალიელი ფორვარდის გაყიდვის წინააღმდეგი არ არის, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე დაინტერესებული მხარე 25 მილიონს გადაიხდის. ნაპოლი მისი იჯარით გაშვებას არც კი განიხილავს.

41 views
error: დაცული კონტენტი !