ნაპოლი ოსიმენის სანაცვლოდ მოთხოვნილი თანხის შემცირების წინააღმდეგი არ არის
იუვენტუსი ნაპოლის ფორვარდის ვიქტორ ოსიმენის მიმართ ინტერესს არ კარგავს და არ არის გამორიცხული, ნიგერიელი ფეხბურთელის გაფორმება აქამდე ნავარაუდებ თანხაზე იაფად იყოს შესაძლებელი.
ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 75 მილიონი ევროა, მაგრამ ინგლისური TBR Sport-ის ინფორმაციით, პარტენოპეი ვიქტორის 60-65 მილიონად გაშვების წინააღმდეგი არ იქნება.
26 წლის ფეხბურთელი, რომლის კონტრაქტი ნაპოლისთან 2026 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, მიმდინარე სეზონში იჯარის წესით გალათასარაიში ასპარეზობს. მის აქტივში 31 მატჩში 26 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.