ნაპოლი მირეტის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ნაპოლის ინტერესი ფაბიო მირეტის მიმართ სერიოზულია, მაგრამ ჯერჯერობით გუნდებს შორის სხვაობა სერიოზულია.
პარტენოპეის იტალიელი ფეხბურთელის გაფორმება 14 მილიონ ევროდ სურს, რასაც გარკვეული ბონუსები დაემატება, თუმცა იუვენტუსი ფაბიოს გაშვებას ამ პირობებით არ აპირებს.
რომანოს თქმით, იუვე მირეტის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტად მოიაზრებს და მის გაშვებას 20-25 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
