ნაპოლი კონტეს შემცვლელის ძიებას შეუდგა
იტალიური მედიის ცნობით, ანტონიო კონტეს ნაკრებში დაბრუნება სულ უფრო რეალური ხდება.
ფედერაციის ახალი პრეზიდენტი დიდი ალბათობით ჯოვანი მალაგო გახდება და მას ნაკრების სათავეში ანტონიო კონტეს ხილვა სურს, აურელიო დე ლაურენტისი კი, ვინც მალაგოს კანდიდატურას მხარს უჭერს, ნაპოლიდან კონტეს წასვლის წინააღმდეგი არ იქნება.
SportItalia-ს ცნობით, ნაპოლიმ ახალი მწვრთნელის ძიება უკვე დაიწყო, დე ლაურენტისს გუნდის სათავეში ენცო მარესკას ხილვა სურს, კონტე კი დიდი ალბათობით სკუადრა აძურას დაუბრუნდება.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
