TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნაპოლი გატის იუვენტუსზე გაცილებით უკეთეს კონტრაქტს სთავაზობს

ნაპოლი ფედერიკო გატის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს და იტალიელ ფეხბურთელთან პირადი კონტრაქტის შეთანხმებას ცდილობს.

Sky Sport-ის ცნობით, პარტენოპეი იტალიელ ფეხბურთელს 5-წლიან კონტრაქტსა და სეზონში გასამრჯელოს სახით 3 მილიონ ევროს სთავაზობს, რაც იუვენტუსის წინადადებაზე გაცილებით უკეთესია.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ამ მომენტისთვის გატის გაყიდვას არ აპირებს, თუმცა თუ მხარეები ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ, ბიანკონერი მიღებული წინადადებების განხილვის წინააღმდეგი არ იქნება.

გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)

error: დაცული კონტენტი !