TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

ნაპოლი გატის აგენტს შეხვდა

Sky Sport-ის ინფორმაციით, ნაპოლი ფედერიკო გატის ტრანსფერზე მუშაობას აქტიურად აგრძელებს.

წყაროს ცნობით, ჯოვანი მანა გასულ დღეებში იტალიელი მცველის აგენტს შეხვდა და მხარეებმა ფეხბურთელის პოტენციური ტრანსფერი განიხილეს.

გამოცემის ინფორმაციით, გატის მიმართ არსებული ინტერესის მიუხედავად, ფედერიკო ტურინული გრანდისთვის ხელშეუხებელი ფეხბურთელია და მისი გაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში იგეგმება, თუ რომელიმე დაინტერესებული მხარე მის სანაცვლოდ 35-40 მილიონს გადაიხდის.

error: დაცული კონტენტი !