მუჰარემოვიჩს მსურველები ინგლისშიც გამოუჩნდენ
გუნდსა და ნაკრებში თავის შესანიშნავად წარმოჩენის შემდეგ, ტარიკ მუჰარემოვიჩის მსურველთა სია დღითი დღე იზრდება.
ნიკოლო სკირას ინფორმაციით, ბოსნიელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესი ამჯერად ინგლისურმა გუნდებმა დააფიქსირეს.
მუჰარემოვიჩის კონტრაქტის მიხედვით, მის სანაცვლოდ მიღებული თანხის 50 პროცენტი იუვენტუსის ბიუჯეტს შეავსებს და არ არის გამორიცხული, ტურინულმა გრანდმა ზაფხულში მისი დაბრუნება თავად მოისურვოს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
