მუჰარემოვიჩი იუვენტუსში დაბრუნებაზე უარს ამბობს
Corriere dello Sport-ის ინფორმაციით, ტარიკ მუჰარემოვიჩი იუვენტუსში დაბრუნებაზე უარს ამბობს.
წყაროს ცნობით, ბოსნიელი იმედგაცრუებულია, რომ იუვენტუსმა მას შანსი არ მისცა, ამიტომ ტურინულ გრანდში დაბრუნებას არ განიხილავს.
მუჰარემოვიჩის ტრანსფერზე არაერთი გუნდი მუშაობს, მაგრამ მის გაფორმებასთან ყველაზე ახლოს ინტერია. იუვენტუსი მისი გაყიდვიდან შემოსული თანხის 50 პროცენტს მიიღებს.
მატჩების ტრანსლაციის ლინკები და გოლები ჩვენს Telegram-ზე (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
