მოურინიოს ფენერბაჰჩეში იუვენტუსის 2 ფეხბურთელის ხილვა სურს
ფენერბაჰჩეს მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს თურქული გუნდის რიგებში იუვენტუსის 2 ფეხბურთელის ხილვა სურს.
Tuttosport-ის ინფორმაციით, პორტუგალიელმა გუნდის ხელმძღვანელობას დინ ჰეისენისა და ფილიპ კოსტიჩის გაფორმება სთხოვა.
წყაროს ცნობით, კოსტიჩის თურქეთში ტრანსფერი საკმაოდ რეალურია, რადგან მისი გაფორმება ფენერს 9-10 მილიონ ევროდ შეეძლება, თუმცა მათ ჰეისენის სანაცვლოდ მოთხოვნილი 30 მილიონი ევროს გადახდა გაუჭირდებათ.