მოურინიო დუგლას ლუისის დარწმუნებას ცდილობს
დუგლას ლუისი მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში იუვენტუსს დატოვებს და მისი გაფორმებით დაინტერესებული ერთ-ერთი გუნდი ფენერბაჰჩე გახლავთ.
Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის პრიორიტეტი ინგლისში დაბრუნებაა, თუმცა მის თურქეთში გადაყვანას პირადად ჟოზე მოურინიო ცდილობს.
წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, ფენერბაჰჩემ იუვენტუსს ლუისის სანაცვლოდ ფულთან ერთად სოფიან ამრაბატი შესთავაზოს.
გამოგვყევი Telegram-ზე https://t.me/TuttoJuveGe (დააკლიკე აქ)
გამოგვყევი X (დააკლიკე აქ)
