მოტაზე წნეხი დღითი დღე იზრდება…
იტალიური მედიის ინფორმაციით, ტიაგო მოტას პოზიცია იუვენტუსის რიგებში სულ უფრო დიდი ეჭვის ქვეშ დგება.
Tuttomercato-ს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გუნდის შედეგების გამო იუვენტუსის ხელმძღვანელობა უკმაყოფილო იყო და გუშინდელმა მარცხმა მხარეებს შორის სიტუაცია კიდევ უფრო გაართულა.
ტიაგო მოტას იუვენტუსმა სერია ა-ს 22 ტურში მხოლოდ 8 გამარჯვება მოიპოვა, 37 ქულა მოაგროვა და 2010/11 წლებში ლუიჯი დელნერის მიერ დაფიქსირებულ შედეგს მხოლოდ 2 ქულით უსწრებს.
ჯერჯერობით მოტას გუნდიდან გაშვების საკითხი არ განიხილება, თუმცა თუ იუვენტუსმა სიტუაცია არ გამოასწორა, სიტუაცია შესაძლოა რადიკალურად შეიცვალოს.