მოტას წასვლის მიუხედავად, იუვენტუსის სამიზნეები ზაფხულში არ იცვლება
SportItalia-ს ინფორმაციით, ტიაგო მოტას იუვენტუსიდან წასვლის მიუხედავად, ტურინული გრანდის გეგმები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არ იცვლება.
წყაროს ცნობით, კრისტიანო ჯუნტოლი, თუ ის იუვენტუსის სათავეში დარჩა, გუნდში სანდრო ტონალისა და ვიქტორ ოსიმენის მიყვანას ეცდება.
გამოცემის ინფორმაციით, ჯუნტოლიმ ორივე ფეხბურთელის წარმომადგენლებთან შეხვედრები უკვე გამართა და მოლაპარაკებები უფრო სერიოზულ სახეს მას შემდეგ მიიღებს, რაც იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაინაღდებს.