TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოტას იუვენტუსის სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს

ტიაგო მოტას იუვენტუსში არც თუ ისე კარგი სტარტი გამოუვიდა. ახალგაზრდა იტალიელი სპეციალისტის თაოსნობით ტურინულმა გრანდმა 26 მატჩში 11 გამარჯვება მოიპოვა, 13-ჯერ ფრე ითამაშა და 2-ჯერ დამარცხდა.

არასტაბილური შედეგებისა და ხშირად უსახური თამაშის გამო, იტალიურ მედიაში ტიაგო მოტას კრიტიკა აქტიურად ისმის, თუმცა Gazzetta dello Sport-ის ცნობით, მოტა იუვენტუსის ხელმძღვანელობის სრული ნდობით სარგებლობს.

წყაროს ცნობით, მოტას გუნდიდან გაშვება ამ მომენტისთვის არც კი განიხილება და მას როგორც ჯუნტოლის, ასევე ჯონ ელკანის სრული მხარდაჭერა აქვს.

32 views
error: დაცული კონტენტი !