TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტას გაშვების შემთხვევაში გუნდს დროებით ჯორჯო კიელინი უხელმძღვანელებს

კრისტიანო ჯუნტოლის სიტყვების მიუხედავად (იხილეთ აქ), რომ იუვენტუსი ტიაგო მოტას გაშვებას არ განიხილავს, ამ თემაზე იტალიურ მედიაში საუბრები არ წყდება.

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ფაბიანა დელა ვალეს ინფორმაციით, გუნდს მზად აქვს გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ იუვენტუსმა მოტას გაშვება სეზონის ბოლომდე გადაწყვიტა.

წყაროს ცნობით, თუ მომდევნო ტურებში გუნდმა სასურველი შედეგები ვერ დადო და იუვენტუსის ხელმძღვანელობამ მისი გაშვება გადაწყვიტა, ტურინულ გრანდს დროებით ჯორჯო კიელინი ჩაიბარებს, ვინც იუვენტუსის მენეჯმენტის წევრი გახლავთ.

error: დაცული კონტენტი !