მოტას გაფორმებით რამდენიმე გუნდი ინტერესდება
Tuttosport-ის ინფორმაციით, იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი ტიაგო მოტა ფეხბურთს დიდი ალბათობით უახლოეს კვირებში დაუბრუნდება.
წყაროს ცნობით, მოტამ რამდენიმე ბრაზილიური გუნდი უარით გაისტუმრა და კარიერის გაგრძელება ევროპაში სურს.
გამოცემის ინფორმაციით, ტიაგოს მიმართ ინტერესს ატალანტა, მარსელი, ტოტენჰემი და სხვა რამდენიმე გუნდი იჩენს.
მოტას იუვენტუსთან კონტრაქტი კიდევ 3 წელი აკავშირებს, ამიტომ მისი სხვა გუნდში მისვლა ტურინულ გრანდს დაახლოებით 15 მილიონ ევროს დაუზოგავს.