TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტას აგენტი:“ ტიაგოს უამრავი მსურველი ჰყავდა, თუმცა იუვე მარტივი არჩევანი იყო“

იუვენტუსის მწვრთნელის ტიაგო მოტას აგენტმა იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტის ბიანკონერის რიგებში მისვლის მიზეზებზე ისაუბრა.

„მოტა იუვენტუსში ძალიან ბედნიერია, მას ტურინში იდეალური სამუშაო გარემო დახვდა, ის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს წვრთნის, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს.

„ინტერესი სხვა გუნდების მხრიდან ? ტიაგოს მსურველები ევროპის წამყვან ჩემპიონატებში ჰყავდა, მაგრამ იუვენტუსი მარტივი არჩევანი იყო. ჩვენ ერთ-ერთ საუკეთესო გუნდზე ვსაუბრობთ, რომელსაც უდიდესი ისტორია და ამბიციები აქვს.

„ჯუნტოლიმ მოტას თავისი იდეები ძალიან მარტივად გააცნო, ჩვენ საერთო ენის გამონახვა უმოკლეს დროში შევძელით, ამიტომ სხვა გუნდების ინტერესის მიუხედავად, ტიაგომ იუვენტუსი არიჩია.“