მოტამ შესაძლოა ატალანტა ჩაიბაროს
იტალიური მედიის ცნობით, იუვენტუსის უკვე ყოფილმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ შესაძლოა ბერგამოს ატალანტა ჩაიბაროს.
ჯან პიერო გასპერინი დიდი ალბათობით ლა დეას რიგებს სეზონის ბოლოს დატოვებს და ატალანტა მისი შეცვლის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სწორედ მოტას მოიაზრებს.
მოტას ატალანტაში მისვლის შემთხვევაში მას იუვენტუსთან მოქმედი კონტრაქტის გაწყვეტა მოუწევს, რაც ტურინულ გრანდს საკმაოდ დიდ თანხას, დაახლოებით 10 მილიონ ევროს დააზოგინებს.