TuttoJuve

Juve per sempre sarà

მოტამ კალულუს ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო

იუვენტუსი მილანის მცველის პიერ კალულუს ტრანსფერზე აგრესიულად მუშაობს და ფრანგი ფეხბურთელის უახლოეს პერიოდში გაფორმება სურს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ტურინულ გრანდსა და 24 წლის ფრანგს შორის პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეთანხმებულია, ახლა კი საერთო ენის გამონახვა გუნდებს მოუწევთ.

მილანი ფეხბურთელის გაშვების წინააღმდეგი არ არის, თუმცა მათ კალულუს საბოლოოდ გაყიდვა სურთ, იუვენტუსი კი ფრანგის იჯარით გაფორმებას ცდილობს, მისი შემდგომში გამოსყიდვის პერსპექტივით, რა საერთ ჯამში ბიანკონერის 18 მილიონი დაუჯდება.

ტიაგო მოტამ ფეხბურთელის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთო.

31 views
error: დაცული კონტენტი !