მოტამ ატალანტასთან სამარცხვინო მარცხზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო
იტალიური გამოცემა La Stampa-ს ინფორმაციით, ტიაგო მოტამ ატალანტასთან მატჩში დამამცირებელი მარცხის გამო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
წყაროს ცნობით, გუშინ კონტინასას ბაზაზე გასახდელში ტიაგო მოტას, მაურიციო სკანავინოს, კრისტიანო ჯუნტოლისა და ფეხბურთელებს შორის საუბარი გაიმართა. მოტამ აღიარა, რომ ატალანტასთან მარცხი დიდწილად მისი ტაქტიკური შეცდომების ბრალი იყო.
გამოცემის ინფორმაციით, მოტამ ფეხბურთელებს გაორმაგებული ენთუზიაზმითა და ინტენსიობით ვარჯიშისკენ მოუწოდა, რაც ფიორენტინასთან უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის გუნდს შესაბამისად მოამზადებს…