TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ ხვალინდელი მატჩისთვის მზად ვართ, პოგბას სიტუაცია ?…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ კალიარისთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„როგორ გრძნობს გუნდი თავს ? კარგად, ძალიან კარგად. გამარჯვების შემდეგ ვარჯიშები კიდევ უფრო პროდუქტიულია. გუნდი ფიზიკურ და მენტალურ ასპექტებში ძალიან კარგ ფორმაშია და ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად არის.

„ტრავმირებულები ? ხვალ მილიკი, ბრემერი, გონსალესი, აჯიჩი და ვეა ვერ დაგვეხმარებიან. ტიმოთი გარკვეულ დისკომფორტს კვლავ გრძნობს, ამიტომ ხვალ არ ითამაშებს.

„ბრემერი ? ის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, გლეისონის ტრავმის გამო ძალიან ვწუხვარ, რადგან ის ძალიან კარგი ფეხბურთელი და ადამიანია. რა თქმა უნდა, ის დიდი დანაკლისია, ამიტომ მისმა თანაგუნდელებმა კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ და როგორც გუნდისთვის, ასევე ბრემერისთვის იბრძოლონ. გლეისონმა ახლა ეს სირთულე უნდა მიიღოს, მხოლოდ ოპერაციაზე იფიქროს და შემდეგ მშვიდად მოედანზე დაბრუნებისთვის იმუშაოს.

„დანილო ? ნებისმიერი ფეხბურთელი, რომელიც მოედანზე გავა, გუნდისთივს მაქსიმუმს გააკეთებს.

„ჩემპიონთა ლიგას და სერია ა ? ყველა მატჩში განსხვავებულია, ჩვენ ლაიფციგთან ძალიან კარგად ვითამაშეთ, კალიარისთან კი სხვა გამოწვევები და სირთულეები გვექნება. ისინი თავს კარგად იცავენ და კონტრ-შეტევებზე თამაში შეუძლიათ, თუმცა ხვალ სავსე სტადიონზე დიდებული ატმოსფერო იქნება და გვინდა, ქომაგებს კარგი საღამო ვაჩუქოთ.

„ცვლილებები შეტევის ხაზში ? ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ მოედანზე გასულ თითოეულ ფეხბურთელს მაქსიმუმი მოეთხოვება.

„პოგბას სიტუაცია ? პოგბა დიდებული ფეხბურთელი იყო, თუმცა მას დიდი ხანია არ უთამაშია. ახლა ჩემი კონცენტრაცია სრულიად ხვალინდელ მატჩზეა.

„ვლაჰოვიჩის შემცვლელი ? მე არავის შემცვლელი არ მჭირდება, მე მჭირდება ფეხბურთელები, რომლებსაც თამაში და გუნდის დახმარება უნდათ, შემდეგ კი მე გადავწყვეტ, ვინ ითამაშებს სასტარტოში და ვინ ჩაერთვება მატჩში სკამიდან.

„ფაჯოლი ? მას ლაიფციგთან ძალიან კარგი მატჩი ჰქონდა, მას შესანიშნავი მახასიათებლები აქვს და გაცილებით მეტი შეუძლია.

„შეიძლება თუ არა ლაიფციგთან მატჩი გახდეს გარდამტეხი შეხვედრა ? ლამაზი მატჩი, ლამაზი საღამო და მნიშვნლეოვნაი ქულები, ახლა კი მომდევნო მატჩზე ფიქრის დროა.

„კაბალი ? მან მუშაობა უნდა გააგრძელოს. ამ მომენტში თამაშს მეტად სხვები იმსახურებენ.

„მაკკენი ? მესამე გოლის დროს მისი ქმედება გოლზე უფრო მნიშვნელოვანი იყო. ის გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ბედნიერი ვარ, რომ ჩვენთან არის.

„მილიკი ? მასთან ოპერაციის შემდეგ ჯერ არ მისაუბრია. ყოველთვის სამწუხაროა, როდესაც ვინმეს ოპერაციის გაკეთება უწევს. ჩვენ მის და ბრემერის დაბრუნებას მოუთმენლად ველოდებით.

„ვლაჰოვიჩი ? ის გუნდის ლიდერია და ამას ყოველღდიურად ამტკიცებს. ფორვარდისთვის პრიორიტეტი არა გოლები, არამედ გუნდის წარმატება უდნა იყოს. მე მისი მონდომებითა და მუშაობით კმაყოფილი ვარ.

„შეუძლია თუ არა ლოკატელის დაცვაში თამაში ? რატომაც არა ? მე ეს გამაბედნიერებდა. ის ძალიან კარგი და ჭკვიანი ფეხბურთელია, მაგრამ პირველ რიგში მისი ამ პოზიციაზე ვარჯიშებზე ნახვა მინდა.

„კონსეისაუ ? ის პირველივე დღიდან ძალიან მოტივირებული და კონცენტრირებულია. პოზიტიური და ყოველთვის მუშაობაზე ორიენტირებული. მე ამას მხოლოდ გოლის გამო არ ვამბობ, ის გუნდისთვის ძალიან ბევრს მუშაობს და ასეთი ფეხბურთელის გაწვრთნა მწვრთნელისთვის პრივილეგიაა.

„არის თუ არა ხშირი ტრავმები დატვირთული გრაფიკის ბრალი ? არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვთამაშობთ. არ ვიცი, არის ეს უიღბლობა, დატვირთული გრაფიკი თუ ორივე ერთად. ჩვენ ეს სირთულეები უნდა მივიღოთ და მუშაობა გავაგრძელოთ.”