TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ ხვალ კამბიაზო არ ითამაშებს, ჩვენ სირთულეებისთვის მზად ვართ“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ბენფიკასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„როგორც ყოველთვის, ხვალ ჩვენი მიზანი მოედანზე გასვლა, კარგი თამაშის ჩვენება და 3 ქულის მოპოვება იქნება, ამისთვის კი ბოლომდე დახარჯვა მოგვიწევს, რადგან მეტოქე ძალიან კარგი გუნდია.

„არის თუ არა კამბიაზოს არყოფნა სატრანსფერო ფანჯარასთან დაკავშირებული ? არა, მას რამდენიმე კვირაა კოჭის პრობლემა აწუხებს, რის გამოც ის საუკეთესო ფორმაში არ არის. მან უნდა დაისვენოს და ტრავმა საბოლოოდ მოიშუშოს.

„ცუდი შედეგები ? ჩვენი მიზანი კარგად თამაში და გამარჯვებაა, ჩვენ მარცხი არ გვსიამოვნებს და გვინდა, ხვალინდელი გამარჯვებით სიტუაცია გამოვასწოროთ.

„ვლაჰოვიჩი ? ის თავს ძალიან კარგად გრძნობს და ვნახოთ, დაიწყებს მატჩს სასტარტოში, თუ გუნდს სათადარიგოთა სკამიდან დაეხმარება.

„ურთიერთობა ჯუნტოლისთან და სკანავინოსთან ? ისინი ყოველთვის გუნდის გვერდით არიან, ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ და ვცდილობთ, გუნდი კიდევ უფრო ძლიერი და ბრძოლისუნარიანი გავხადოთ.

„დუგლასლ უისი ? ხვალ მას თამაშის საშალება ექნება, რადგან მან ეს დაიმსახურა. საბედნიეროდ, ახლა ჩემს განკარგულებაში ბევრი ფეხბურთელია და შემიძლია ის ფეხბურთელები შევარჩიო, რომლებიც ამ მომენტისთვის საუკეთესო ფორმაში არიან.

„წნეხი ? იუვენტუსის რიგებში ერთადერთი მისაღები შედეგი გამარჯვებაა და ჩვენ ამ მიდგომისთვის მზად ვართ. ჩვენ ხვალინდელ შეხვედრას მოუთმელნად ველოდებით, შემდეგ კი მომდევნო მატჩზე დავიწყებთ ფიქრს.

„კოპმეიენრსი ? მარცხის შემდეგ ადამიანებს თითის გაშვერა და კონკრეტული ადამიანის დადანაშაულება უყვართ, თუმცა ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. ტეუნი თითოეულ მატჩში ბოლომდე იხარჯება და ის ასე გააგრძელებს, ის არასოდეს წუწუნებს სხვა პოზიციაზე თამაშის, ტრავმის და გადაღლილობის გამო.

„დანილო ? მე მას საჯაროდ მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის, რაც იუვენტუსისთვის გააკეთა, მინდა მას მომავალში ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო.“

error: დაცული კონტენტი !