TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ წინ ძალიან კარგი მატჩი გველოდება, ჩვენ მას მოუთნელმად ველოდებით“

იუვენტუსის მწვრთნელმა ტიაგო მოტამ შტუტგარტთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.

„ხვალ რთული მატჩი გველოდება, შტუტგარტი ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ბურთს კარგად აკონტროლებს, დაცვის ხაზში კი ძალიან სოლიდურია. ასეთ შეხვედრებში მონაწილეობის მიღება ძალიან სასიამოვნოა და ჩვენ მატჩის დაწყებას მოუთმენლად ველოდებით.

„ლაიფციგთან შეხვედრა ? ჩვენ ძალიან რთულ მომენტში პოზიტიური გამოცდილება მივიღეთ, სირთულეები გადავლახეთ და მნიშვნლეოვან მიზანს მივაღწიეთ, მაგრამ ახლა კონცენტრაცია მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე უნდა გავაკეთოთ.

„გუნდის ამბიციები ? ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა და განვითარება როგორც ტექნიკურ, ასევე მენტალურ ასპექტებში, ვიფიქროთ მხოლოდ მომდევნო მატჩზე და ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ბოლომდე დავიხარჯოთ.

„სასტარტო შემადგენლობა ? როგორც უკვე ვთქვი, ჩემთვის ყველა ფეხბურთელი სასტარტოს წევრია, არჩევანს ვარჯიშებზე ნაჩვენები თამაშითა და მეტოქის მახასიათებლების მიხედვით ვაკეთებ, თუმცა ნებისმიერი ფეხბურთელი გუნდის დასახმარებლად მზად უნდა იყოს.

„ილდისი ? ის მოედანზე ყოველთვის ბოლომდე იხარჯება და მე კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, კენანს გაცილებით მეტი შეუძლია, თუმცა ნუ დაგავიწყდებათ, ის 2005 წელს არის დაბადებული, ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ჩვენ მას დრო უნდა მივცეთ.

„სხვაობა სერია ა-სა და ჩემპიონთა ლიგას შორის ? არანაირი სხვაობა, ჩვენ ნებისმიერ ტურნირსა და ნებისმიერი მეტოქის წინააღმდეგ ყოველთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ.“