მოტა:“ ტრავმები ? ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ გუნდისთვის კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ“
იუვენტუსის მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ასტონ ვილასთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„წინ რთული და საინტერესო მატჩი გველოდება. ასტონ ვილა ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს, მათ სახლში ძლიერი მეტოქეები დაამარცხეს და ვიცით, რომ მოედანზე მაქსიმალურად მოტივირებულები გამოვლენ, ჩვენ კი ბოლომდე ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ.
„ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი ? მე ეს ძალიან მომწონს, ჩვენ თითოეულ მატჩში რაღაც ახალისთვის მომზადება გვიწევს, თუმცა ერთი რამ უცვლელია, ჩვენ დაცვაში კომპაქტურები უნდა ვიყოთ, მომენტები კი მაქსიმალურად გამოვიყენოთ.
„ტრავმები ? ეს დამთხვევა ნამდვილა არ არის, ტრავმები მხოლოდ იუვენტუსის პრობლემა არაა, თუმცა ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა უფრო მეტი გავაკეთოთ.
„ემერი ? ის შესანიშნავი მწვრთნელია, რაც კარიერაში არაერთხელ დაამტკიცა და იმავეს ახლა ასტონ ვილას რიგებში აკეთებს, ამიტომ ჩვენ მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით და მოტივაციით გავალთ.
„ვეა ცხრიანზე ? თუ ის ამ პოზიციაზე ითამაშებს, გუნდისთვის მაქსიმუმს გააკეთებს, როგორც იუვენტუსის თითოეული ფეხბურთელი, მე ჩემს ბიჭებს ბოლომდე ვენდობი.
„კოპმეიენრსი ? ტეუნი დიდებული ფეხბურთელია და ის კამბიაზოსთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში იქნება.“