TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ თამაში უნდა მოგვეკლა, მაგრამ მომენტების გამოუყენებლობის გამო დავისაჯეთ“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ კალიარისთან მატჩი შეაფასა.

„ჩვენ კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, მეორე ნახევარში კი გოლის გატანის შემდეგ შევნელდით, ინტენსიობას მოვუკელით, რამაც საქმე გაგვირთულა. ჩვენ თამაში არ მოვკალით, რის გამოც ქულები დავკარგეთ.

„არის თუ არა დღევანდელი ფრე ჩემპიონთა ლიგის მატჩის ბრალი ? არა, ჩვენ გადაღლილობას ალიბად ვერ გამოვიყენებთ, წინ უფრო დატვირთული გრაფიკი გველოდება და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„კონსეისაუს ეპიზოდი ? მე მსაჯს ვენდობი, მაგრამ დღევანდელი მომენტი არის პრეცენდენტი და ასეთი ეპიზოდები მომავალში ყოველთვის ანალოგიურად უნდა განისაჯოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეული კითხვები ჩნდება.

„ვლაჰოვიჩის გაცუდებული ბურთი ? ეს მნიშვნელოვანი მომენტი იყო, როგორც სხვა რამდენიმე, როდესაც ჩვენ მატჩში წერტილის დასმა შეგვეძლო, თუმცა შექმნილი მომენტები ვერ გამოვიყენეთ და დავისაჯეთ.“