TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ შტუტგარტმა სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა“

სეზონში განცდილი პირველი მარცხის შემდეგ, იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ კომენტარი გააკეთა.

„შტუტგარტი პირველივე წუთიდან ჩვენზე უკეთესი იყო და გამარჯვება სრულიად დამსახურებულად მოიპოვა.

„ჩვენ ეს მარცხი უნდა მივიღოთ, შეცდომები გავაანალიზოთ და წინსვლა გავაგრძელოთ. წინ კიდევ ერთი დიდებული მატჩი გველოდება, რომელშიც მეტოქე ძალიან ძლიერი ინტერი იქნება და იუვენტუსი მზად უნდა იყოს.

„რამ არ იმუშავა დღევანდელ შეხვედრაში ? ჩვენ დღეს კონტროლის დამყარება ვერ შევძელით და ინიციატივა თავიდანვე მეტოქე დავუთმეთ.

„შტუტგარტი არის გუნდი, რომელიც ბურთთან ერთად ძალიან სახიფათოა, მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ, არიან ორგანიზებულები და დღეს დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.

„ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ ევროპულ ტურნირებზე კიდევ უფრო მაღალი ტემპით თამაში გვმართებს და ვეცდებით, მომდევნო მატჩებში ეს ასპექტი გამოვასწოროთ.

„იზოლირებული ვლაჰოვიჩი ? ეჭვგარეშეა, რომ ჩვენ შეტევაში გაცილებით უკეთ თამაში გვმართებს და ეს არა მხოლოდ ფორვარდების, არამედ გუნდის თითოეული წევრის გასაკეთებელია. შეტევაში კარგად სათამაშოდ პირველ რიგში ჩვენ დაცვაში უნდა ვიყოთ ორგანიზებულები და ბურთის დაბრუნების შემდეგ შეტევა სწორად წავმართოთ, რისი გაკეთებაც დღეს ვერ შევძელით.“