მოტა:“ იმედგაცრუებულები ვართ, ჩვენი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა“
იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ტორინოსთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ მატჩი კარგად დავიწყეთ და დავწინაურდით კიდეც, თუმცა გატანილი გოლის შემდეგ ზედმეტად უკან დავიხიეთ და მეტოქეს მომენტების შექმნის საშუალება მივეცით, გაშვებული გოლის მომენტში კი მეტი აგრესიულობა გვმართებდა.
„მეორე ტიამში ჩვენ გაცილებით კარგები ვიყავით, შევქმენით უამრავი მომენტი, თუმცა მათი გამოყენება ვერ შევძელით და დღევანდელ მატჩში ქულას დავჯერდით.
„12 ფრე 19 ტურში ? ეს ზედმეტად ბევრია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ხშირად წინ ვართ და მეტოქეს თამაშში დაბრუნების საშუალებას ვაძლევთ. ახლა ჩვენ უნდა დავისვენოთ და ატალანტასთან კიდევ ერთი რთული მატჩისთვის მოვემზადოთ.
„დუგლას ლუისი ? მე მისი თამაშით კმაყოფილი ვარ. მიხარია, რომ ის ნელ-ნელა ფორმაში შედის და გუნდის დასახმარებლად მზად არის.
„კამბიაზო ? ანდრეას ტრავმის შემდეგ გარკვეული ფიზიკური პრობლემები ჰქონდა. ის დღეს მატჩში კარგად ჩაერთო და იმედი მაქვს, რომ ის ჩვეულ ფორმას უმოკლეს დროში დაუბრუნდება.
„წითელი ბარათი ? ბოლონიასთან მატჩის შემდეგ ვაღიარე, რომ ბარათი დავიმსახურე, დღეს კი მსაჯმა უსამართლოდ გამაძევა.
„რამდენად კმაყიფლი ვარ ფრით ? ჩვენ მოედანზე ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ, ამიტომ სხვა ნებისმიერი შედეგი არ გვაკმაყოფილებს.
„დაბრუნდებიან თუ არა ვლაჰოვიჩი და კონსეისაუ მომდევნო მატჩში ? ჯერ არ ვიცი. ისინი ჯერჯერობით სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობენ და ვნახოთ, მოასწრებენ თუ არა მომჯობინებას.“