TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ ჩვენ რთული მატჩისთვის მზად უნდა ვიყოთ“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ვერონასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ყველა მატჩს თავისი ისტორია აქვს. ვერონა ძალიან კარგი გუნდია, რომელიც მეტოქეებს აქტიურ პრესინგს სთავაზობს და ბურთის მარტივად გაკონტროლების საშუალებას არ აძლევს, ჩვენ ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.

„ჩვენ უნდა ვითამაშოთ ჩვენი თამაში, მათ კომფორტულად ყოფნის საშუალება არ უნდა მივცეთ და შანსები კარგად უნდა გამოვიყენოთ.

„ლუისი სკამზე ? დუგლასი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, ჩვენ ბევრი მატჩი გვაქვს და სათამაშო დროის პრობლემა არავის ექნება. გუნდში მაღალი კონკურენცია თითოეულ ფეხბურთელს ეხმარება.“