TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ პერინი სასტარტოში ? მატიას იუვეს სრული ნდობა აქვს“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ემპოლისთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ წინ ძალიან რთული შეხვედრა გველოდება, ემპოლიმ თავი საწყის ტურებში შესანიშნავად წარმოაჩინა და ვიცით, რომ თითოეული შეცდომა შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

„პერინი სასტარტოში ? მატიამ თამაში დაიმსახურა იმ მონდომებისა და შრომის გამო, რომელსაც ის ვარჯიშებზე აჩვენებს. ჩვენ სამი შესანიშნავი კიპერი გვყავს და გუნდი პერინს 100 პროცენტით ენდობა.

„გონსალესი ? ნიკოს მახასიათებლები დღეს აუცილებლად გამოგვადგება. მან ნაკრებშიც გაიტანა და კარგ ფორმაშ დაგვიბრუნდა, გონსალესს ერთი ერთზე თამაში, კაცის მოტყუება და მომენტების შექმნა კარგად შეუძლია. მჯერა, მას დღეს კარგი შეხვედრა ექნება.“