TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ მარცხის გამო ვწუხვართ, ტაიმში კარგები ვიყავით, თუმცა…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ნაპოლისთან მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„მარცხის გამო ძალიან ვწუხვარ, ჩვენ კარგი პირველი ტაიმი გვქონდა და მეტოქეს პრობლემები შევუქმენით, თუმცა მეორე ტაიმში გამოჩნდა, თუ რატომ არის ნაპოლი პირველ ადგილზე.

„მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავთ, მატჩისთვის მოსამზადებლად მთელი კვირა აქვთ, რაც მეორე ნახევარში გამოჩნდა.

„ჩვენ მეორე ტაიმში კონტრ-შეტევებზე თამაში გადავწყვიტეთ, რაც ვერ შევძელით, ნაპოლის ინიციატივის ხელში ჩაგდების საშუალება მივეცით და დავისაჯეთ კიდეც.

„იუვენტუსს ამ მოედანზე 2019 წლის შემდეგ არ მოუგია, რაც იმის კიდევ ერთი დამადასტურებელია, რომ ნეაპოლში თამაში გვიჭირს.

„გვკალდა თუ არა ხასიათი ? არა, რადგან ჩვენ პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ამის გაკეთება კი ხასიათისა და ძლიერი მენტალობის გარეშე ნაპოლის წინააღმდეგ შეუძლებელია. ვფიქრობ, მეორე ნახევარში გარკვეულწილად ენერგიის ნაკლებობა გვქონდა, რითიც ნაპოლიმ კარგად ისარგებლა, ტექნიკურად გვაჯობა და მომენტები კარგად გამოიყენა.“

error: დაცული კონტენტი !