TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა კაპელოსა და ლიპის რეკორდს უმიზნებს

ტიაგო მოტას იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგაზე შტუტგარტს უმასპინძლებს და ბიანკონერი ზედიზედ მესამე გამარჯვების მოპოვებას ეცდება, რითიც იტალო-ბრაზილიელი სპეციალისტი კიდევ ერთ გამორჩეულ შედეგს დააფიქსირებს.

იუვენტუსის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველ 3 მატჩში ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვება გუნდის ისტორიაში მხოლოდ ფაბიო კაპელომ (2004/05) და მარჩელო ლიპიმ (1995/96) შეძლეს.

9 ქულის მოგროვების შემთხვევაში, იუვენტუსი პლეი-ოფის საგზურს ფაქტობრივად გაინაღდებს, პლეი-ოფის ეტაპის თავიდან ასარიდებლად და პირდაპირ 1/16 რაუნდში გასასვლელად კი დაახლოებით 16 ქულაა საჭირო.