TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ იუვეში მუშაობა ? მე უბედნიერესი ვარ, სატრანსფერო ფანჯარა ?…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ვერონასთან მატჩის წინ ტრადიციული პრეს-კონფერენცია გამართა.

„ჩვენ ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ, ბიჭებმა კარგად იმუშავეს და ხვალინდელი შეხვედრისთვის მზად ვართ. ვერონამ პირველ ტურში დაამარცხა გუნდი, რომელიც მიმდინარე სეზონში სკუდეტოსთვის იბრძოლებს, ამიტომ წინ რთული დაპირისპირება გველოდება.

„დანილო ? მან ვარჯიშის დროს მცირე დაზიანება მიიღო, დღეს საღამოს გადაწყდება, შეძლებს თუ არა დანილო ხვალ თამაშს.

„მილიკი ? ის ჯერჯერობით მზად არ არის, ჩვენ მოვლენების დაჩქარება და რისკზე წასვლა არ გვსურს.

„მბანგულა მარჯვენა ფლანგზე ? მე გამიმართლა და მყავს დიდებული ფეხბურთელები, რომლებსაც სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლიათ თამაში. მბანგულას ორივე ფლანგზე თანაბრად პროდუქტიულად თამაში შეუძლია.

„კალულუ ? ის ძალიან კარგ ფიზიკურ კონდიციებშია, პიერს როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზე შეუძლია თამაში, ის მნიშვნელოვან როლს ითამაშებს.

„სატრანსფერო ფანჯარა ? გუნდის ხელმძღვანელობა ძალიან კარგად მუშაობს, ჩემი საფიქრალი კი ახლა მხოლოდ ვერონასთან მატჩია.

„რა მოგვცა კომოსთან გამარჯვებამ ? 3 ქულა, საბოლოო ჯამში მნიშვნელობა მხოლოდ გამარჯვებასა და მოპოვებულ ქულებს აქვს. ჩვენ გარკვეულ ასპექტებში თავი კარგად წარმოვაჩინეთ, სხვებში მეტი მუშაობა გვმართებს, თუმცა მთავარი მოპოვებული 3 ქულაა.

„რას ნიშნავს იუვენტუსში მუშაობა ? ჩემი ცხოვრება მშვენიერია, მე ყოველდღე ძალიან დიდი ენთუზიაზმით, ენერგიითა და მოტივაციით ვიღვიძებ, მიხარია კონტინასაზე მოსვლა და მუშაობა, ვხედავ მონდომებას და მუშაობის სურვილს ფეხბურთელებში.

„სირთულეები ხვალინდელ მატჩში ? ნებისმიერ შეხვედრას თავისი სირთულეები ახლავს. ჩვენ უნდა გვქონდეს ბალანსი, ვიყოთ მზად ფიზიკური ორთაბრძოლებისთვის, შევუტიოთ მეტოქე გუნდის საჯარიმოს და მომენტები მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ.

„სავონა ? ამ მომენტისთვის მე მისი ყველაფერი მომწონს, მისი მონდომება, მისი კომუნიკაცია, ის ძალიან ყურადღებიანია და სწავლისკენაა მომართული. ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების გარდა, მას შესანიშნავი მენტალობა აქვს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

„ტრავმები ? ტურამი, ვეა, მილიკი და აჯიჩი ვერ დაგვეხმარებიან, დანილოს სიტუაცია კი დღეს გადაწყდება. მთავარი არის ის, რომ ჩვენ საკმარისი რესურსი გვაქვს და მოედანზე მაქსიმალურად საბრძოლო შემადგენლობით გავალთ.

„გონსალესი და კონსეისაუ ? ორი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი, ისინი ჩვენთან სწორედ ამიტომ მოდიან.

„გუნდები, რომლებიც სკუდეტოსთვის იბრძოლებენ ? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თქვენთვის მომინდია, მე მხოლოდ მომდევნო მატჩზე ვფიქრობ.”