TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა იუვენტუსს ჯენოასთან მატჩის შემდეგ დატოვებს

გავლენიანი იტალიური გამოცემა Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ტიაგო მოტა იუვენტუსის რიგებს ჯენოასთან მატჩის შემდეგ დატოვებს.

წყაროს ცნობით, ტურინული გრანდის ხელმძღვანელობა უკვე დიდი ხანია მოტას მუშაობით უკმაყოფილოა, ცუდი შედეგების გარდა, იუვენტუსის ხელმძღვანელობა გუნდის სათამაშო სტილით, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის არსებული ცუდი ურთიერთობით და მოტას კომენტარებით არის უკმაყოფილო, რომელიც ხშირად გუნდის ცუდ შედეგებში ფეხბურთელებს ადანაშაულებს.

გამოცემის ინფორმაციით, მოტა დიდი ალბათობით რობერტო მანჩინი ჩაიბარებს. წყაროს ცნობით, მანჩინი გუნდთან 4-თვიანი კონტრაქტის გაფორმებას დათანხმდა, მისი შემდგომში გახანგრძლივების პერსპექტივით, რაც იუვენტუსის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შემთხვევაში ავტომატურად გააქტიურდება.

error: დაცული კონტენტი !