მოტა:“ ინტერი ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩვენი მიზანი გამარჯვება იქნება“
იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ ინტერთან მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა.
„ჩვენ ზედიზედ 3 გამარჯვება მოვიპოვეთ, გამარჯვებას კი ყოველთვის მეტი ენთუზიაზმი და ენერგია მოაქვს. ჩვენ ამ შეხვედრისთვის კარგად მოვემზადეთ, წინ რთული მატჩი გველოდება, თუმცა იუვენტუსის მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა.
„ტრავმირებულები ? ხვალ ბრემერი, მილიკი, კაბალი, ლუისი და კალულუ ვერ დაგვეხმარებიან, კამბიაზო გუნდის განკარგულებაშია.
„რამდენად მნიშვნელოვანია გამარჯვება ? გამარჯვება ყველაფერზე მაღლა დგას, ჩვენ მოედანზე კარგი თამაში უნდა ვაჩვენოთ და სასურველი შედეგი დაუღალავი შრომითა და ბრძოლით დავიმსახუროთ.
„ვეიგა ? ის შესანიშნავი ფეხბურთელია და მან ეს უკვე დაამტკიცა. რენატუს როგორც მოკლე, ასევე გრძელ დისტანციაზე შეუძლია თამაში და ჩვენ მისი მახასიათებლები უნდა გამოვიყენოთ.
„მსაჯების შეცდომები ? ეს ყოველთვის ფეხბურთის ნაწილი იყო და არ მგონია, რომ მომავალში ამის გამოსწორება შევძლოთ. არბიტრების შეცდომას ალიბად ვერ გამოვიყენებთ.
„ვლაჰოვიჩი ? გუნდის წარმატებაში თითოეული ფეხბურთელი ძალიან მნიშვნელოვანია.“