TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ გუნდის მენტალობა და მოტივაცია უმნიშვნელოვანესია, რომასთან მატჩი ?…“

იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა ტიაგო მოტამ ვერონასთან მატჩი შეაფასა.

„ბიჭების თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ. მათი მონდომებისა და მატჩისადმი მიდგომის ნახვა თითოეულ მომენტში შეგვიძლია, გუნდი კარგ პრესინგს თამაშობს, არ ერიდება რისკებზე წასვლასა და მომენტების შექმნას.

„ვლაჰოვიჩი ? მან როგორც შეტევაში, ასევე დაცვით ფაზაში ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა.

„სოლიდურობა დაცვაში ? ეს მატჩის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელშიც თითოეული ფეხბურთელი აქტიურად უნდა იყოს ჩართული. დღეს ჩვენმა შემტევებმა დაცვით ფაზაში ბევრი იშრომეს და საქმე საგრძნობლად გაგვიმარტივეს.

„ახალგაზრდები ? ისინი გამორჩეული ფეხბურთელები არიან, შესანიშნავი ტექნიკური, მენტალური და ფიზიკური მახასიათებლებით. სწორედ ჩვენი საზრუნავია, რომ მათ მუშაობისა და შესაძლებლობების წარმოჩენისთვის სწორი გარემო შევუქმნათ.

„რომასთან მატჩი ? ეს იქნება შესანიშნავი მატჩი, რომელსაც ჩვენს სტადიონზე გავმართავთ. გუნდი შეხვედრას საუკეთესო ფორმაში შეხვდება და ჩვენს ქომაგებთან ერთად სასურველი შედეგისთვის იბრძოლებს.“