მოტა:“ გუნდის დატოვება ? ეს მარტივი გამოსავალი იქნებოდა, რაც მე არ მახასიათებს“
კრისტიანო ჯუნტოლის შემდეგ (იხილეთ აქ), ფიორენტინასთან მატჩის შემდეგ კომენტარი ტაიგო მოტამ გააკეთა.
„დავტოვებ თუ არა გუნდს ? ეს მარტივი გამოსავალი იქნებოდა, მარტივი გამოსავლების ძიება კი მე არ მახასიათებს. დღეს, როგორც ატალანტასთან, ჩვენ მატჩი კარგად დავიწყეთ, თუმცა პირველივე სირთულის შექმნის შემდეგ არ ვიცოდით, თუ როგორ უნდა მოვქცეულიყავით. სამწუხაროდ, დღეს ჩვენ არ ვართ სოლიდურები არც დაცვაში და არც შეტევაში.
„ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და სეზონი ოთხეულში დავასრულოთ, რაც ჩვენი მთავარი მიზანია. ბოლო 2 მატჩში 7 გოლი გავუშვით და ამ გოლების უმეტესობა ჩვენი შეცდომების ბრალია, ჩვენ უფრო სოლიდურები უნდა ვიყოთ.
„0 წუთი ილდისსა და ვლაჰოვიჩს ? მათ ატალანტას წინააღმდეგ ითამაშეს.”