TuttoJuve

იუვენტუსის ქართული ფან-კლუბი

მოტა:“ სამართლიანი შედეგი, სამუშაო ძალიან ბევრი გვაქვს“

იუვენტუსის თავკაცმა ტიაგო მოტამ რომასთან მატჩი შეაფასა.

„ძალიან დაბალანსებული მატჩი გამოვიდა. იყო მომენტები, როდესაც რომა ჩვენზე კარგი იყო და მარჯვენა ფლანგიდან პრობლემებს გვიქმნიდა. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში შედეგი სრულიად დამსახურებულია.

„შეტევის ხაზი ? მე გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ. ჩვენ შეტევაში უფრო ზუსტები უნდა ვიყოთ, მაგრამ ეს მხოლოდ ვლაჰოვიჩს არ ეხება. ეს მხოლოდ მესამე ტურია, ჩვენ მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

„დაბალი ტემპი ? ვფიქრობ, ეს რომას დამსახურებაა, მათ კომპლიმენტები ეკუთვნით. პირველ ნახევარში ჩვენ ზედმეტად უკან ვიწევდით, მეორე ტაიმში კი უკეთესები ვიყავით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„ცვლილებები ? ჩვენ ძალიან ხარისხიანი ფეხბურთელები გვყავს. სასტარტოში იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაში იქნებიან, თუმცა თითოეული მათგანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენი მიზნები ? ახლა ჩვენი მიზანი ემპოლისთან საუკეთესოდ მომზადება, შემდეგ კი პსვ-ზე ფიქრია. სეზონი გრძელია და წინ ძალიან ლამაზი თავგადასავალი გველოდება.“